ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფალთა კავშირი (UBBSLA)

ორგანიზაციის შესახებ:

ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფალთა კავშირი აერთიანებს ბულგარეთის შავი ზღვის  სანაპიროს 21 ქალაქს, მთლიანობაში 1 მილიონ მოსახლეს. ორგანიზაციის მისიაა ადგილობრივი თვითმმართველობის, ენერგოეფექტურობის, ტურიზმის, კულტურის, ტრანსპორტის, გარემოსა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა რეგიონში.

კავშირი ახორციელებს შემდეგი სახის საქმიანობას: ტრანსასაზღვრო და რეგიონთაშორისი თანამშრომლობა; პროექტების მართვა; ტექნიკური მხარდაჭერა; ტრენინგები და პროფესიული განათლება. ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფალთა კავშირს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე კონფერენციების, ფორუმების, კამპანიებისა და სემინარების ორგანიზების გამოცდილება გააჩნია.

2002 წლიდან ორგანიზაციაში ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი, სადაც მიმდინარეობს მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ორგანიზება.

2006 წელს კავშირს მიენიჭა ISO 9001:2000 ხარისხის სერტიფიკატი ორგანიზაციის ეფექტიანი მართვისთვის.

2009 წლიდან ორგანიზაცია მერთა შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს  ტექნიკურ და სასწავლო მხარდაჭერას ენერგოეფექტურობისა და კლიმატის დაგეგმარების პროცესში.

კონტაქტი

UBBSLA

Varna 9000, BG 67A Osmi Primorski Polk Blvd.

+359 888 601500

e-mail: office@ubbsla.org

www.ubbsla.org