პარტნიორები

Union-of-Bulgarian-Black-Sea-Local-Authorities

ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფალთა კავშირი (UBBSLA)

 ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფალთა კავშირი აერთიანებს ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროს 21 ქალაქს, მთლიანობაში 1 მილიონ მოსახლეს. ორგანიზაციის მისიაა ადგილობრივი თვითმმართველობის, ენერგოეფექტურობის, ტურიზმის, კულტურის, ტრანსპორტის, გარემოსა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა რეგიონში.

actie (1)

საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო (ACTIE)

საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო დაარსდა 2004 წელს. მას გააჩნია 14 წელზე მეტი გამოცდილება, რომელიც შეიძინა განხორციელებული საქმიანობებით, ინიციატივებითა და პროექტებით. სააგენტო საქმიანობათა ფართო სპექტრის ასოციაციას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, ინტერესისა და განათლების მქონე თანამშრომლებს.   

logo_ECICC_PDF

ქალაქ იზმაილის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი

კომიტეტი შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, რეგულირდება უკრაინის კონსტიტუციით, უკრაინის კანონით "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ უკრაინაში”, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიითა და უკრაინის სხვა კანონებით, ორგანიზაცია გახლავთ ქალაქის ბიუჯეტის თანხების მთავარი ადმინისტრატორი.

orestiada-logo

ორესტიადას მუნიციპალიტეტი, საბერძნეთი

ორესტიადას მუნიციპალიტეტი მდებაროებს საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში და მიეკუთვნება მაკედონიისა და თრაკეას რეგიონში ევროს პრეფექტურას. იგი ესაზღვრება ბულგარეთს და თურქეთს და მოიცავს ტერიტორიის 955,6 კვადრატულ მეტრს. მუნიციპალიტეტი შედგება 43 დასახლებისგან და მოიცავს 37.695 მოსახლეს. 

nalag

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)

NALAG საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკური ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს. ასოციაციის მიზანია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.

Logo-Euroregiunea-Dunarea-de-Jos-1 - Copy

„ქვემო დუნაის ევრორეგიონის“ ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ასოციაცია (ACTEDJ)

„ქვემო დუნაის ევრორეგიონის“ ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ასოციაცია გახლავთ „ქვემო დუნაის ევრორეგიონის“ აღმასრულებელი ორგანო, დაფუძნებული 1998 წელს რუმინეთის, მოლდოვეთისა და უკრაინის საჯარო ადმინისტრაციების მიერ (რუმინეთი: ტულჩეას, ბრაილას და გალათის მუნიციპალიტეტები, მოლდოვეთი: კაჰული და კანტემირის ოლქები, უკრაინა: სახელმწიფო რეგიონული ადმინისტრაცია, ოდესისა და რენის ოლქების რეგიონული საბჭო).