ორესტიადას მუნიციპალიტეტი, საბერძნეთი

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესახებ:

ორესტიადას მუნიციპალიტეტი მდებარეობს საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში და მიეკუთვნება მაკედონიისა და თრაკეას რეგიონში ევროს პრეფექტურას. იგი ესაზღვრება ბულგარეთს და თურქეთს და მოიცავს 955,6 კვ2 ტერიტორიას. მუნიციპალიტეტი შედგება 43 დასახლებისგან 37.695 მოსახლით. ქალაქი ორესტიადა დაარსდა ლტოლვილების მიერ, რომლებიც ძირითადად წამოვიდნენ კარაგატებიდან და თურქეთიდან. ორესტიადა ოფიციალურად დაარსდა 1923 წლის 12 აგვისტოს და იგი საბერძნეთსი ერთერთი ყველაზე ახალი ქალაქია.

მუნიციპალიტეტი აერთიანებს სამ სატრანზიტო სადგურს/საბაჟოს: ბულგარეთს, თურქეთსა და ბალკანეთის მნიშვნელოვან ნაწილს.  მუნიციპალიტეტტი ევროპული ტრანსსასაზღვრო  მნიშვნელობის ადგილია და იგი წელიწადში 2.500.000 მგზავრს ატარებს. 

მუნიციპალიტეტის პირველადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. ნათესების ძირითად სახეობებს წარმოადგენს ბამბა, სიმინდი, ლერწმის ჭარხალი, ხორბალი, მსესუმზირა და ყურძენი. ბოლო დროს დაიწყო ისეთი პროდუქტების/სახეობების განვითარება, როგორებიცაა სატაცური, ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობები, მებაღეობა და მეფუტკრეობა. ტერიტორიაზე  მოდის ნივრის ისეთი ცნობილი სახეობა, როგორიცაა ნეა ვისას ნიორი (Nea Vyssa) და მზადდება თრაკიული უნიკალური თეთრი ყველი „ტელემესი“ (telemes).

მეორად მიმართულებად მუნიციპალიტეტში მიჩნეულია ქარხანა/გადამამუშავებელი საწარმოები, როგორებიცაა შაქრის მწარმოებელი ქარხანა, სატაცურის, ბოსტნეულის, რძის, ხორცისა და ყურძნის საწარმოები. მუნიციპალიტეტში აგრეთვე იწარმოება გამაგრილებელი სასმელები, სამშენებლო მასალები, ცოცხები, პლასტმასები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ორესტიადაში ფუნქციონირებს  სამრეწველო პარკი (კანონი 2545/97). მუნიციპალიტეტის მესამე მიმართულება გახლავთ საბითუმო და საცალო ვაჭრობა, გართობა/სასტუმრო/რესტორნები.

მუნიციპალიტეტში არსებულ თრაკიის დემოკრატიის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სასოფლო სამეურნეო მეცნიერებებისა და მეტყევეობის სკოლა. ახლახანს მუნიციპალიტეტში დამონტაჟდა 21.950 მეტრი სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც აერთიანებს ტერიტორიაზე არსებულ საჯარო ორგანოებს.

ორესტიადაში ვიზიტის დროს შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ „მიკრი დოქსიპარა-ზონი“ს სამარხი (I საუკუნე), „პეტროტა“ – ქვის მოპოვების ტრადიციის მქონე სოფელი და „სპილაიო“, არქეოლოგიურ-საგანმანათლებლო სარეკრეაციო ზონა, რომელიც მდებარეობს მდინარე არდას სანაპიროზე, სადაც ყოველი წლის ივილისში იმართება არდას ფესტივალი.

ორესტიადას მუნიციპალიტეტის უნიკალური ბუნება, ფლორა და ფაუნა, მნიშვნელოვანი კულტურული წყაროები და ტრადიციები ქმნიან  ტურისტებისთვის მომხიბვლელ ზონას. აქ შეგიძლიათ იხილოთ ეკო-ტურიზმი, გეო-ტურიზმი, კულტურულ-რელიგიური ტურიზმი, საგანმანათლებლო და სათავგადასავლო ტურიზმი.

კონტაქტი

The Municipality of Orestiada

Leoforos Vasileos Konstantinou 9-11, Orestias 682 00, Greece

+30 25523 50300