ქალაქ იზმაილის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი

ქალაქ იზმაილის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი

კომიტეტი შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, რეგულირდება უკრაინის კონსტიტუციით,  უკრაინის კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ უკრაინაში”, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიითა და უკრაინის სხვა კანონებით, ორგანიზაცია გახლავთ ქალაქის ბიუჯეტის თანხების მთავარი ადმინისტრატორი.

მას გააჩნია საკუთარი (თვითმმართველი) უფლებამოსილება სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების, დაგეგმვისა და აღრიცხვის სფეროში.

 

საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი ძალიან აქტიურია გრანტების მოძიებისა და მოზიდვის პროცესში. 2016 წელს იზმაილის საბჭომ დააფუძნა საკრებულოს კომუნალური ორგანიზაცია  „მხარდაჭერის იზმაილის ოფისი ინვესტიციების მხარდაჭერისთვის“. იგი შეიქმნა ინვესტიციების მოზიდვისა და  სოციო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ეკოლოგიურ, კულტურულ და სხვა სფეროებში პროექტების (გრანტების) განხორციელების ხელშეწყობისთვის.

 

წელს ქალაქ იზმაილმა ხელი მოაწერა ევროპის ინიციატივას “მერების შეთანხმება”, რომელიც ემსახურება საერთო მიზნების მიღწევას ენერგოეფექტურობის, კლიმატისა და გარემოს დაცვის სფეროში.

 

აღნიშნულ ინსტიტუციას აქვს სპეციალიზირებული დეპარტამენტები და დაკომპლექტებულია საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში გამოცდილი თანამშრომლებით, რომლებიც ისეთ   სფეროებში მუშაობენ, როგორებიცაა მენეჯმენტი, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მეწარმეობა, ინოვაციური ტექნოლოგიები, მარკეტინგი და კომუნიკაცია.

კონტაქტი

ECICC

Suvorov Ave, 62, Izmail, Odes'ka oblast, Ukraine, 68600

+380 4841 7 22 36