საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო (ACTIE)

საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო დაარსდა 2004 წელს. მას გააჩნია 14 წელზე მეტი გამოცდილება, რომელიც შეიძინა განხორციელებული საქმიანობებით, ინიციატივებითა და პროექტებით. სააგენტო საქმიანობათა ფართო სპექტრის ასოციაციას წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, ინტერესისა და განათლების მქონე თანამშრომლებს.

საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო ადგილობრივ თემებს შესაძლებლობა აძლევს მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც რაიმეს შეცვლის სურვილი აქვთ.

საზღვრისპირა თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტოს მთავარი მიზანია ადგილობრივ და რეგიონულ დაინტერესებულ პირთა ჩართულობა რეგიონული განვითარებისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის საკითხებში.

 

კონკრეტული მიზნები:

  • საზღვრისპირა რეგიონში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
  • ადამიანური რესურსების განვითარება ინსტრუქტირებისა და ინფორმირებულობის საშუალებით
  • რეგიონში ტურიზმის განვითარება
  • ადგილობრივი და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა
  • გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა და განხორციელება

კონტაქტი

ACTIE

23/4, 31 august str, Cahul, Moldova, MD3900

+373 299 2 69 68

e-mail: vajder@yahoo.com

http://actie.org.md/