„ქვემო დუნაის ევრორეგიონის“ ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ასოციაცია (ACTEDJ)

„ქვემო დუნაის ევრორეგიონის“ ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ასოციაცია

„ქვემო დუნაის ევრორეგიონის“ ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ასოციაცია გახლავთ „ქვემო დუნაის ევრორეგიონის“ აღმასრულებელი ორგანო, დაფუძნებული 1998 წელს რუმინეთის, მოლდოვეთისა და უკრაინის საჯარო ადმინისტრაციების მიერ (რუმინეთი: ტულჩეას, ბრაილას და გალათის მუნიციპალიტეტები, მოლდოვეთი: კაჰული და კანტემირის ოლქები, უკრაინა: სახელმწიფო რეგიონული ადმინისტრაცია, ოდესისა და რენის ოლქების რეგიონული საბჭო).

ორგანიზაციის მთავარი მიზანი გახლავთ დაეხმაროს თავის წევრ მუნიციპალიტეტებს ეკონომიკურ განვითარებაში da თანამშრომლობაში ისეთი პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა ბიზნესისა და ტურიზმის ხელშეწყობა, კულტურა, აგრობიზნესი.

„ქვემო დუნაის ევრორეგიონთან“ 21 წლის თანამშრომლობის განმავლობაში მისმა წევრებმა  დააფუძნეს მხარდაჭერის შემდეგი სტრუქტურა, რომელიც მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს:

  • ზატუნ-გალათის საზღვრისპირა თანამშრომლობის ინტეგრაციის ცენტრი
  • საზღვრისპირა თანამშრომლობის გარემოს დაცვის ცენტრი – ვლადესტი
  • გარემოს მართვის ცენტრი მოლდოვეთისთვის
  • გალათის საჯარო კერძო ცენტრი
  • რუმინეთის განვითარების ცენტრი – მოლდოვეთის რესპუბლიკა

პროექტის გუნდი შედგება ისეთ სფეროებში სერტიფიცირებული თანამშრომლებისგან, როგორებიცაა: პროექტების მენეჯერი, ტრენერები პროექტების მენეჯმენტში, მდგრადი განვითარება – ეკონომიკური და სტრატეგიული დაგეგმარება და ეკოეფექტიანობა.

ორგანიზაციის დევიზია „გამოწვევების შესაძლებლობებში გარდაქმნა“.

კონტაქტი

ACTEDJ

Str. Portului nr. 23, Strada Portului, Galati, Romania

+40 236 411 022