პროექტი: GREETHIS

PNG-transparent-Logo-Gree-THiS.jpg

მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები

პროექტი GreeTHIS დაფინანსებულია შავი ზღვის აუზის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის (CBC Black Sea Basin) 2014-2020 მიერ.   

 

პროექტის GreeTHIS აერთიანებს 6 ქვეყანას: ბულგარეთს, მოლდოვას, უკრაინას, საბერძნეთს, საქართველოსა და რუმინეთს.

პროექტის ამოცანებია:

– შავი ზღვის აუზში ტრანსსასაზღვრო, ისტორიული მწვანე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ნოუ-ჰაუს გამოყენების გზით, აგრეთვე ისტორიული მემკვიდრეობის და დაცული ძეგლების ადაპტაცია კლიმატის ცვლილებების მიმართ და ინოვაციური ბიზნეს მოდელების გაზიარების ხელშეწყობა პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის;

– ხელსაყრელი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნის მიზნით დაცული ტერიტორიებისა და შენობების გარდაქმნა მწვანე ტურისტულ ბიზნესად; 

–  დაინტერესებულ პირთა ცნობიერების გაზრდა ისტორიული ძეგლების კლიმატთან ადაპტაციის სფეროში;

– ისტორიულ ტერიტორიებსა და შენობებზე ენერგომდგრადობის დემონსტრირება, ამ შენობებისა და ტერიტორიების კულტურისა და ადგილობრივი  ხასიათის გათვალისწინებით

საქმიანობის ძირითადი ჯგუფები

charts and graphs with magnifying glass and pencil, calculator,

ჯგუფი T1 - ისტორიული შენობებისა და ძეგლების ენერგოეფექტურობასა და კლიმატთან ტექნიკური ადაპტირება

ამ ჯგუფის მიზანი გახლავთ, განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდისთვის, ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც საპილოტე ობიექტების ტექნიკურ მხარდაჭერას გულისხმობს და ამავდროულად ემსახურება ისტორიული შენობების ენერგოეფექტურობისადმი ადაპტირებას და დაცვის მოდელის შექმნას;

ჯგუფის მეორე მიზანი გახლავთ მწვანე ტურიზმის პელექტრონული ლატფორმის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფებს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთკავშირის გაღრმავებას;

T1 ჯგუფის შედეგები:

(1) მწვანე ტურიზმის ერთობლივი ელექტრონული კატალოგის შექმნა

(2) საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის 3 ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა;

(3) ისტორიული შენობებისა და ტერიტორიების ენერგოეფექტურობისა და კლიმატისადმი მდგრადობის ინოვაციური ტექნოლოგიების საბაზრო კვლევა;

(4) იმ ტექნოლოგიების, მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების ჩამონათვალი, რომლებიც მუშაობენ პროექტის განმახორციელებელ ქვეყნებში;

(5) ინოვაციური ტექნოლოგიებისა კატალოგი;

(6) დაცულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ტექნიკური დახმარება;

tourism

ჯგუფი T2 - შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდებარე დაცული ტერიტორიების პოტენციალი მწვანე ტურიზმში და მათი განვითარების შესაძლებლობები

აღნიშნული კომპონენტი  ხელს შეუწყობს შავი ზღვის აუზის ტრანსსასაზღვრო, მწვანე და ისტორიული ტურიზმის განვითარებას, რაც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, რეგორებიცაა: მემკვიდრეობის დაცვა, ისტორიული და დაცული ძეგლების ენერგოეფექტურობასთან და კლიმატთან ადაპტაციის ტექნოლოგიების კვლევა და ინოვაციური ბიზნეს მოდელების გაზიარების ხელშეწყობა პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის;

T2 ჯგუფის შედეგები:

(1) შავი ზღვის აუზის ისტორიულნტურიზმსა და მის მწვანე ასპექტებზე გზამკვლევის შექმნა;

(2) შავი ზღვის ტრანსსასაზღვრო ადგილების ვირტუალური გიდი;

(3) შავი ზღვის აუზის ისტორიული და კულტურული ტურიზმის ბაზრის პოტენციალის კვლევა;

(4) სემინარები დაინტერესებულ პირთათვის;

(5) ექსკურსიები ისტორიულ და კულტურულ ტურისტულ ობიექტებზე;

Business people shaking hands together

ჯგუფი T3- ბიზნესი ისტორიაში - შავი ზღვის აუზში მწვანე ტურიზმის შესაძლებლობების განვითარება და გამოცდილებების გაზიარება

ამ კომპონენტის მიზანი გახლავთ დაინტერესებული მხარეებისთვის მწვანე ტურისტულ ბიზნესში შესაძლებლობების შექმნა; 

დაცული შენობების ენერგოეფექტურობისადმი ადაპტირების მექანიზმებზე გამოცდილებების გაზიარება პროექტში მონაწილე ქვეყნებს შორის;  

კომპონენტის მეორე მიზანი გახლავთ სამიზნე ჯგუფების ჩართულობით,  ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დონეებზე ,ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერება, რაც თავის მხრივ ვხელს შეუწყობს მრავალმხრივ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას;

T3 ჯგუფის შედეგები:

(1) სასწავლო ვიზიტები, რომელთა მიზანიც გახლავთ შავი ზღვის აუზის მწვანე ტურიზმის შესახებ დაინტერესებულ პირთა შორის გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარება;

(2) საერთაშორისო სემინარები - “ბიზნეს საუზმე”;

(3) მწვანე ტურისტული “ვიქენდები”;

საერთაშორისო ფორუმები - მათი მიზანი გახლავთ დაინტერესებულ მხარეთა ცნობიერების ამაღლება თანამედროვე მიდგომებზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი და მწვანე წარმოება, რაც ხელს შეუწყობს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მწვანე ტურიზმის განვითარებას; 

აქტივობების საინვესტიციო ჯგუფები

ჯგუფი I1 - ისტორიული და მწვანე ტურიზმის საპილოტე შენობა - ბულგარეთი

ისტორიული შენობის რეაბილიტაცია და მისი ტურისტულ ობიექტად ტრანსფორმაცია. ბულგარეთის ძველ ქალაქ ვარნაში გამოიყოფა ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურისტული მარშრუტის ხილვა;

ჯგუფი I2 - ისტორიული და მწვანე ტურიზმის საპილოტე შენობა - უკრაინა

საპილოტე საინვესტიციო ობიექტი გახლავთ ისტორიული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ოდესის ოლქში, მდინარე დუნაის სანაპიროს ისტორიულ ქალაქ იზმაილში; ჯგუფის მიზანია არსებული მუზეუმის ენერგოეფექტური მოდერნიზაცია

ჯგუფი I3 - ისტორიული და მწვანე ტურიზმის საპილოტე შენობა- საბერძნეთი

შემოთავაზებული საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს საბერძნეთში მდებარე ორესტიადას მუნიციპალიტეტში კარათეოდორისის საგამოფენო ცენტრის განვითარებასა და ვიზუალიზაციას.