სამუშაო შეხვედრები ლანჩხუთისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია
(NALAG) შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის – "მწვანე ტურიზმი
და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები"
ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს.
22, 23 სექტემბერს ორგანიზაციის წარმომადგენლები – ტატიანა ბოკუჩავა და
ავთანდილ ოსეფაიშვილი, ლანჩხუთისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პირველ
პირებს, ასევე ლანჩხუთში მდებარე ინოვაციებისა და ეკონომიკური
განვითარების ცენტრში არსებული სპორტის მუზეუმისა და ფოთის საბავშვო
ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის ფარგლებში
მომზადებული ენერგო აუდიტისა და ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის
ანგარიშები გადასცეს.
როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან – გოჩა კურდღელიასთან და
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან – ეკატერინე
გუჯაბიძესთან შეხვედრისას აღინიშნა, ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის
ანგარიშის მიზანს, სამომავლო რეაბილიტაციის პროცესში აღნიშნული
ობიექტების ენერგოეფექტურ შენობებად გადაკეთება წარმოადგენს.
მხარეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
შავი ზღვის რეგიონში ისტორიული მწვანე ტურიზმის განვითარების
ხელშეწყობის მიზნით, ასევე იქმნება ბროშურები, რომლებიც ტურისტული
დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას ითვალისწინებს.
25 სექტემბერს გაიმართა რიგით მე-3 ადგილობრივი სემინარი, რომელიც
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გზაზე არსებული გამოწვევევების
დაძლევას ეხებოდა.
ღონისძიება, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი – დავით მელუა
უძღვებოდა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ეფექტიანობის
და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, ასევე ევროკავშირის ინიციატივის –
,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) და – GreeTHIS შავი ზღვის აუზის
თანამშრომლობის პროგრამის თანაორგანიზატორობით გაიმართა.
პირველი პანელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი რეგიონების დეპარტამენტის

უფროსის – გიორგი დიდიძის პრეზენტაციით გაიხსნა და 2020-2022 წლების
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამისა და
რეგენერაციის გეგმის განხილვას დაეთმო. რის შემდეგაც შეხვედრა სამ სესიად
წარიმართა და საკითხების – „საქართველოს ქალაქები – გამოწვევები და
შესაძლებლობები“, „საქართველოს პოსტინდუსტრიული ქალაქების ეკონომიკური
აღორძინება“ და „შავი ზღვის ქალაქების განვითარება საქართველოში“ განხილვით
გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ ონლაინ კონფერენციის რეჟიმში, შეხვედრაში მონაწილეობა
მიიღეს ათეა-ს უცხოელმა პარტნიორებმაც. დამსწრე საზოგადოებას საკუთარი
ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს ლატვიის თვითმმართველობათა ასოციაციის
აღმასრულებელმა დირექტორმა მუდიტე პიედრემ, ბულგარეთის
თვითმმართველობათა ასოციაციის (UBSLA) აღმასრულებელმა დირექტორმა-
მარინა ივანოვამ და ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდის (FSLD)
შეცინის ცენტრის დირექტორმა რობერტ ჟანკოვსკიმ (პოლონეთი).
საქართველოსა და აზერბაიჯანში M4EG -ს კოორდინატორის – ზვიად არჩუაძის
პრეზენტაციის შემდეგ, ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქების – ფოთის,
რუსთავისა და ბათუმის, ასევე ტყიბულის, ქობულეთისა და ზესტაფონის
მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა გამოსვლებს დაეთმო.
განსაკუთრებული აქცენტი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების
შემაფერხებელ ფაქტორებსა და ქალაქებში ინდუსტრიული ობიექტების
ტრანსფორმაციის, ე.წ. რევიტალიზაციის პროცესის განხორციელების
აუცილებლობაზე გაკეთდა, რაც, მუნიციპალიტეტებში არსებული ძველი
ინდუსტრიული ობიექტების განახლებას, მათთვის პროფილის შეცვლასა და
ბიზნესის მიზიდულობის ცენტრებად ქცევას გულისხმობს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე,
განვითარების პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის, აუცილებელია
საქართველოსა და სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების
მოხელეთა აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა. აღნიშნულ
პროცესში კი, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ათეა-ს როლსა და მნიშვნელობას.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, საქართველოს შავი ზღვისპირა ქალაქების
ტურისტული დანიშნულების ადგილების მონაცემთა ბაზისა და ვირტუალური
გიდის პრეზენტაციას დაეთმო. აღნიშნული პროდუქტები, რომლებიც პროექტის
მენეჯერმა – ტატიანა ბოკუჩავამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა, ათეა-მ,
პროექტის – “მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა" – ფარგლებში,
მიმდინარე წელს შექმნა.
შეხვედრაზე, რომლის ძირითად მიზანსაც მსგავსი პრობლემების გადაწყვეტის
საერთო გზების ძიების პრაქტიკის დამკვიდრება წარმოადგენდა, ღონისძიების
ორგანიზატორებმა, იმ უპირატესობის წარმოჩენაზე გაამახვილეს ყურადღება,
რომელიც საქართველოს თვითმმართველობებს საერთო და სპეციფიკური
პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევის
შემთხვევაში ექნება.
სესიის დასასრულს გაიმართა რიგით 2-ე ექსკურსია. მონაწილეებს საშუალება
ჰქონდათ მოენახულებინათ ფოთის შუქურა, რომელიც ისტორიული
მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ფოთის შუქურა თუჯის კოშკია, რომელიც

შეკვეთილი იყოი ნგლისში 1860 წელს. 1862 წელს ჩამოისხა ნაწილ–ნაწილ
ინგლისური ფირმა "ეხტონამოს და შვილების" ინჟინერ–მექანიკოსების
მიერ,ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 1864 წელს. შუქურის შემადგენელი
კონსტრუქციები ლონდონიდანაა ჩამოტანილი. კოშკურა,რომელსაც წაჭრილი
კონუსის ფორმა აქვს, აწყობილია ცალკეული თუჯის ფილებისაგან, რომელებიც
ერთმანეთზეა აკინძული ქანჩებით. მისი სიმაღლე ფუძიდან სახურავის ჩათვლით
39,8 მ–ია.