შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტის ,,მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენლები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საზფხულო ფესტივალს ,,მზე სოფელში ანათებს“ დაესწრნენ.
ღონისძიება, რომელიც სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა, სოფელ კოხში, ნიგვზნარის ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივ კულტურას გაცნობოდნენ.
ფესტივალი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეორედ გაიმართა და მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონების მაცხოვრებლები და ტურისტები ესწრებოდნენ.
No comment yet, add your voice below!