Business breakfasts Georgia

2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს აგდილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეამ), პროექტ „მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“-ს ფარგლებში, გამართა პირველი ე.წ. „ბიზნეს საუზმე“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მუნიციპალიტეტთა, ათეას, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ისეთი ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა PLATFORMA და NALAS-ი.

ღონისძიების მიზანი გახლდათ გამოცდილებების გაზიარება სხვადასხვა სფეროებში და მათ შორის ტურიზმის განვითარების საკითხებშიც. ღონისძიების ფორმატი გახლდათ არაფორმალური, საუზმის ტიპის შეხვედრა, რაც, ჩვენი აზრით, ხელშემწყობი ფაქტორია სამომავლო კომუნიკაციების უკეთ ჩამოყალიბებისთვის.

 2 საათიანი შეხვედრა გაიმართა ქალაქ თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში.

Recommended Posts